სოფელ მუშევანთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ მუშევანთან, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია ხორციელდება. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე ხიდზე ჯებირების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი ასფალტის საფარი დაიგება. ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
“სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 85 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის შედეგად სოფელში გადაადგილება რომ არ შეფერხდეს მდინარეზე დროებითი ხიდი მოეწყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.