გრიგოლეთში სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს
გრიგოლეთში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანაპირო ზოლის დასუფთავება. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ნარჩენების მართვის სამსახური აქტიურად არის ჩართული გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებაში, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან დამსვენებლებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.