როგორია წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი პაციენტების მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი პაციენტები თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადიან მკურნალობას.
ინციდენტისას დაჭრილი პირების მკურნალი ექიმის თქმით, კლინიკაში ერთ-ერთი პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მეორე – ბინაზე გაეწერება.
“გუშინ 2 პაციენტი შემოვიდა – ერთს აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა ბარძაყის არეში, მეორეს – გამჭოლი ჭრილობა წვივის არეში. ორივეს მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას, ერთი კი გაეწერება ბინაზე ამბულატორიულად,”- აცხადებს თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ქირურგი ნოდარ გოგიჩაიშვილი.