დაბა ხულოში სახელოვნებო სკოლა და სპორტკომპლექსი აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, ჯაბა ფუტკარაძეს, დაბა ხულოში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და მომავალი წლის განსახორციელებელი პრიორიტეტები გააცნო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბა ხულოს განვითარების ფარგლებში, უკვე დასასრულს უახლოვდება ხულო-თაგოს დამაკავშირებელი ბაგირგზის, დაბის სადგურის რეაბილიტაცია

“აქტიურად მიმდინარეობს დავით მამულაძის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოები ითვალისწინებს არსებული საავტომობილო გზის გაფართოებას, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას, გარეგანათების და საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, ასევე, ფერდსამაგრ კედლებზე ბუნებრივი ფლეთილი ქვების მოპირკეთებას.

I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხიმშიაშვილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზეც, რაც ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის II ეტაპის გაგრძელება 2022 წელსაა დაგეგმილი.

დაბაში, მიმდინარე წელსვე დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, გარე ფასადების კეთილმოწყობა.

2022 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ხულოში, სახელოვნებო სკოლის და სპორტკომპლექსის მშენებლობა დაიგეგმა.

ახალი სახელოვნებო სკოლა რუსთაველის № 18 – ში (ყოფილი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია), ხოლო სპორტკომპლექსი წერეთლის № 7 ში, არსებული სპორტდარბაზის ადგილას აშენდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები