სოფელ რუფოთსა და ტელეფაში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, სოფელ რუფოთსა და ტელეფაში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან ერთად ადგილზე მოინახულა და წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და დამატებითი საჭიროების შესახებ ისაუბრა.
“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1000 ტონიანი რეზერვუარის მოწყობა, ასევე გათვალისწინებულია დაქსელვა, გამრიცხველიანება და სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა.
წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “უნივერსალ ჯორჯია 2008” ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით საერთო ღირებულება 8498498 ლარია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.