ფაროსანას საწინააღმდეგოდ, ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები
მიმდინარეობს. დღეიდან, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დასახლებების ტერიტორიებს თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებს.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თვითმმართველობებთან ერთად, 24 საათით ადრე უზრუნველყოფს მოსახლეობის და, მათ შორის, მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებას დეგეგმილშეწამვლებთან დაკავშირებით. ინფორმაცია ასევე განთავსდება ვებგვერდზე: parosana.ge. ამავდროულად, გრძელდება სიმინდის ნათესი ფართობების დამუშავება მცირემოცულობიანიშესხურების ტექნოლოგიის გამოყენებით.

დღეისთვის, მავნებლის საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 37236,5 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 28818 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 5754 ფერომონიანი დამჭერი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ პერიოდში შეინიშნება ახალი თაობის ინდივიდების სიმრავლე.

სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ერთად ფერმერების ჩართულობა. მათ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში, მათ შორის, თხილის ბაღებში, უსაფრთხოების წესებისა და პრეპარატების ლოდინის პერიოდის დაცვით უნდა ჩაატარონ ფაროსანასსაწინააღმდეგო წამლობა მოსავლის აღებამდე.

 

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები