გივი მოდებაძე: დიდ მწუხარებას გამოვთქვამ იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილის ნოე და მარო მუმლაძეების ტრაგიკული გარდაცვალების გამო

იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილი, 101 წლის ჭიათურელი ცოლ-ქმარი გუშინ ღამით ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ. ნოე და მარო მუმლაძეების ტრაგიკულ დაღუპვას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე გამოეხმაურა.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ იმერეთში ყველაზე ხანდაზმული წყვილის ნოე და მარო მუმლაძეების ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
101 წლის ცოლ-ქმარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში,საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ.
ქალბატონ მაროს და ბატონ ნოეს ხშირად ვსტუმრობდი და ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი მათი სიყვარულის და თანაცხოვრების ისტორიას.
ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს აღესრულნენ.
თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც ამ კეთილშობილ მოხუცებს იცნობდა და გულშემატკივრობდა”,- განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები