ზუგდიდის ცენტრში იმუნიზაციის პუნქტი გაიხსნა

დღეიდან ზუგდიდში, რუსთაველის N89 – ში (ყოფილი იმპექსის შენობა) „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველ მოქალაქეებს ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, იმუნიზაცია მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

„ვაქცინაციის პროცესს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, მის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.

ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი არიან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი. მოქალაქეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აიცრებიან“,-აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები