სოხუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა – ხალხი ევაკუირებულია

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოხუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონემ 1,5 მეტრს მიაღწია.

ე.წ. მაშველებმა ხალხის ევაკუაცია განახორციელეს, ამის შემდეგ წყალის ამოტუმბვითი სამუშაო დაიწყეს.

პროცესში ე.წ.სამაშველო სამსახურის 40 თანამშრომელია ჩართული და ტექნიკის 7 ერთეული.

ასევე, სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ მაშველები გუდაუთიდან, ოჩამჩირიდან და სოფელ აგუძერადან.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში გადაუღებელი წვიმები უკვე მესამედ გახდა ქუჩების დატბორვის მიზეზი.

წყლის სისტემის დაზიანების გამო, სოხუმის ნაწილი, ასევე, გულრიფშის რაიონები სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები