ირაკლი ქარსელაძე: თელავის მოსახლეობას სრულად ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება

მთავრობა თელავის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 24 მილიონ ლარს შეადგენს.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 79 კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ჭაბურღილს, დაემატება 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე დაემატება ახალი რეზერვუარები და მოეწყობა მართვის სისტემა, რომელსაც ყველა ჩვენს თანამედროვე პროექტში ვიყენებთ. შესაბამისად, თელავის მოსახლეობას სრულად ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. საორიენტაციოდ 450 დღე, ანუ დაახლოებით 15 თვე არის სამუშაოების პერიოდი. ასევე გათვალისწინებული არის ერთწლიანი საგარანტიო ვადა. რეალურად, წელს გახსნილი გამწმენდი ნაგებობის პერიოდში, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თელავს ექნება გამართული წყალმომარაგების და უკვე აქვს წყალარინების სისტემა“, – განაცხადა ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები