მალხაზ ბეგიაშვილი – გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად განვითარებული ქალაქი – ეს იქნება სიღნაღში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ფინანსური კელთილდღეობის მყარი გარანტია

არ მეგულება უცხოელი ტურისტი, ან ვიზიტორთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობდეს საქართველოში მოგზაურობას და მის მარშრუტში არ იყოს ქალაქი სიღნაღი. ეს გარემოება გვავალდებულებს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ქალაქისთვის“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა წარდგენაზე.
მისი თქმით, გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად განვითარებული ქალაქი – ეს იქნება სიღნაღში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ფინანსური კელთილდღეობის მყარი გარანტია.
„მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა და მხარი დამიჭირა ამ შესანიშნავ, მშრომელ, გამრჯე და ამაყი ხალხით დასახლებულ მუნიციპალიტეტში, მქონოდა შესაძლებლობა და ვყოფილიყავი კანდიდატი „ქართული ოცნების“. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ქალაქ სიღნაღის სილამაზეზე დიდხანს არ შევჩერდები, ეს ისედაც თითოეული ჩვენთაგანისთვის ნათელია, მაგრამ ამ ქალაქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ მეგულება, არც ერთი უცხოელი ტურისტი, ან ვიზიტორთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობდეს საქართველოში მოგზაურობას და მის მარშრუტში არ იყოს ქალაქი სიღნაღი. ეს გარემოება გვავალდებულებს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ქალაქისთვის. დამეთანხმებით, რომ გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად განვითარებული ქალაქი, ეს იქნება სიღნაღში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ფინანსური კელთილდღეობის მყარი გარანტია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მრავალი პროექტი განხორციელდა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის თვალშისაცემი და ხელშესახებია, მაგრამ მივდივართ რა წინ, გვხვდება ახალი გამოწვევები, ახალი პრობლემები. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მის ცალკეულ უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ და კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ინიციატივები, რომლითაც ვიმოქმედებთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. 2019 წლიდან ვმუშაობ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე. ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ზუსტად გამეგო და გამეთავისებინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც არის ჩვენი მუნიციპალიტეტის შემადგენელ თითოეულ სოფელში, თითოეულ მის უბანში თუ დასახლებულ პუნქტში. მინდა პირობა მოგცეთ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო საჯარო სამსახურში, სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას დაგროვილ გამოცდილებას, სრულად, უშურველად და მთელი გულით მოვახმარ ამ რაიონის მცხოვრებთა კეთილდღეობას. ჩვენ გვაქვს დღეს ამის შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა გვაქვს მოცემული ცენტრალური ხელისუფლების გამართული პოლიტიკით. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს შესაძლებლობები ზუსტად ისეთივე ხარისხით და მოცულობით მივიტანოთ თითოეულ ოჯახამდე, როგორც ის მოგვეწოდება.
მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში: ესენი არიან ცოტნე ბეჟაშვილი, ლადო სიმონიშვილი, ნანა ნანობაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, მიხეილ კუტიბაშვილი, გოჩა ხოსიტაშვილი, გოჩა შანშაშვილი, ირაკლი ზურაშვილი, გიორგი ელაშვილი, ნინო ბახტურიძე, ილია ბაიდოშვილი და ზურაბ მინდიაშვილი“ – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები