გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტიგამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 3 ხეტყის უკანონოტრანსპორტირების ფაქტია, 1 ხეტყის უკანონომოპოვების და 4 ხეტყის უკანონო მოპოვებატრანსპორტირების.

ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებიგამოვლენილია ბორჯომისა და ახალციხისმუნიციპალიტეტებში. სოფლებისანდეზიტის, მზეთამზესა და სხვილისის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშეახდენდნენ 4 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხეტყის, 7 კუბურ მეტრამდე ფიჭვის სახეობის საშეშემერქნისა და 11 ერთეული ნაძვის სახეობისდაუფირნიშებელი მრგვალი მორისტრანსპორტირებას.


ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდაადიგენის მუნიციპალიტეტში. მოქალაქემ, სოფელზარზმის მიმდებარე, ტყეში უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული ნაძვის სახეობის ხემცენარე.

ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების4 ფაქტი კი, სამცხეჯავახეთის რეგიონულისამმართველოს თანამშრომლების მიერ,   ადიგენისადა ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს.


ადიგენის სატყეო უბანში, ასევე დაბა წაღვერში დასოფლებშიანდეზიტსა და მზეთამზეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ფიჭვისა დანაძვის სახეობის ხემცენარეები და მათგანმიღებული 1, 60 კუბური მეტრი საშეშე მერქნისა დაჯამში 43 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალიმორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგაადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებოქმები. იმ ფაქტებზე კი, სადაც სისხლის სამართლისდანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისმაუწყებამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები