მცხეთა-მთიანეთის ახლადგახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
მცხეთა-მთიანეთის ახლადგახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია კი ამცრელ პუნქტამდე სოფლებიდან მოქალაქეთა უფასო ტრანსპორტირებას ახორციელებს. შედეგად, ფაიზერის ვაქცინით უკვე აიცრა წეროვანშიმცხოვრები 30-მდე იძულებით გადაადგილებულიპირი, რომელთა ტრანსპორტირება, ასევე, მერიისმიერ უზრუნველყოფილია.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის სივრცე მუშაობსყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
ამ ეტაპზე მოქალაქეებს ადგილზე მცხეთისსამედიცინო ცენტრის 5 ამცრელი ბრიგადაემსახურება. სამედიცინო პერსონალთან ერთად კი, ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თერმოსკრინინგის, რეგისტრაციისა დარიგის მართვის პროცესში აქტიურად არიანჩართულები საქართველოს წითელი ჯვრისსაზოგადოების მოხალისეებიც.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონულსპორტულ კომპლექსში მასობრივი იმუნიზაციისცენტრი 12 აგვისტოს გაიხსნა. ვაქცინაციის მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ფაიზერის ვაქცინით აცრა შეუძლიათ.
ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაცმოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციის გარანტია. ᲛᲐთ შორის ფუნქციონირებს შოკის დარბაზი, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მცხეთა-მთიანეთში უკვე მოქმედებს სოფლის 7 ამცრელი ამბულატორია, უახლოეს დღეებში კი დაემატება სოფლის 4 ამცრელიამბულატორია.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.