ლაგოდეხის მერია: სოფელ გუჯარეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები  მალე დასრულდება

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუჯარეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები სულ მალე დასრულდება. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე დეკორატიული მწვანე ღობით შემოიღობება, მოეწყობა სკამები და საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება ლამპიონები.

პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ის როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 14 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები