აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საერთო ჯამში 86 035 ადამიანი აიცრა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 86 035 პირმა გაიკეთა.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში კრიტიკულად მძიმედ მართვის სუნთქვაზე 18 პაციენტი იმყოფება.

კოვიდ კლინიკებში 860 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1493, ონლაინ კლინიკაში კი 3793 პირი იმყოფება.

კორონავირუსით დღეს აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები