დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო

დღეიდან, დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოქალაქეების ვაქცინაცია „სინოფარმით“ მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, იმუნიზაცია ბაკურიანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ.

„ვაქცინაციის პროცესს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო. დაბა ბაკურიანში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და კვირაში 4 დღე (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი) ბაკურიანის სამედიცინო ცენტრი მოქალაქეების იმუნიზაციას უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები