„ ეკოჭიათურა „ – ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით ახალი პლატფორმა შეიქმნა
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით, ინტერნეტ სივრცეში ახალი პლატფორმა შეიქმნა. ვებ გვერდი www.ecochiatura.ge და ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/ecochiatura/ . ინფორმაციას “ეკოჭიათურა” ავრცელებს. მათი ცნობით, ვებგვერდზე მოქალაქეებს შეუძლიათ ატვირთონ ფოტო-ვიდეო მასალა ქალაქის დაბინძურებული ადგილების შესახებდა პირადად ჩაერთონ ჭიათურის დასუფთავების სამუშაოებში.
“მიზანი გარემოზე ზრუნვაა , რომელშიც წვლილის შეტანა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. თუ გსურთ გააუმჯობესოთ ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური გარემო , მაშინ ეს პლატფორმა შენია. ყველგან და ყოველთვის გადაიღე დაბინძურებული ადგილები, შედი ვებ გვერდზე www.ecochiatura.ge , მარტივად ატვირთე საკუთარი მასალა და გაასაჯაროექალაქის დაბინძურებული ადგილები.
ეკოჭიათურის გუნდი თქვენთან ერთად დაგეგმავს დასუფთავების სამუშაოებს და ქალაქიდან ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს .
მიმიდნარე სამუშაოებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამავე ვებგვერდზე www.ecochiatura.ge ასევე , ფეისბიქ გვერდზე https://www.facebook.com/ecochiatura/ , სადაც დასუფთავებული ადგილების შესახებ ფოტო ვიდეო მასალები განთავსდება .
“ეკოჭიათურის ” საქმიანობას , ასევე აქტიურად გააშუქებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი https://www.facebook.com/momavaliiwyebaaq/ სუფთა გარემო ჯანსაღი მომავლისთვის , ეკოჭიათურა დღეიდან ,ქალაქის სამსახურშია , გარემოზე ზრუნვა კი თქვენს ხელში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.