გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 58-ე, 67-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება

12 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 58-ე, 67-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ „კვირას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის 12 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-22) გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ58-კმ67 მონაკვეთზე ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა მეკლდეურების მეშვეობით. რის გამოც, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 2 საათში 10-წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები