აბულის მთაზე მეხის დაცემის შედეგად 530 სული ცხვარი დაიხოცა

9 აგვისტოს, საღამოს საათებში, აბულის მთაზე მეხი ცხვრის ფარას დაეცა, შედეგადაც 530 სული ცხვარი დაიღუპა. დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან.

ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს. ნიკოლაის პირუტყვთან ერთად კახელი ფერმერების 900 სული ცხვარიც იმყოფება ამ საძოვრებზე. საერთო ჯამში ამ საძოვრებზე 1500 სულ ცხვარს აძოვებენ. ფერმერს მწყემსმა 9 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკა და აცნობა, რომ მეხმა ორჯერ დაარტყა ფარას და ცხვარი დაეცა. საერთო ჯამში, 530 სული პირუტყვი დაიღუპა, აქედან 160 ნიკოლაის ეკუთვნოდა.

საძოვრები მთაზე სოფელ ტამბოკიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები