შვილი გარდაიცვალა, მამა კი მძიმედ დაშავადა – გურჯაანში, გზაზე მდგარ მამა-შვილს მანქანა დაეჯახა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა,  მანქანა მამა-შვილს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა. შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით „ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები