„ნაცმოძრაობა” და მათზე დაქვემდებარებული მედია სასოწარკვეთილია და გასული რეალობიდან” – ოზურგეთში “ოცნების” შტაბში მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან

სერიოზულად გვიმტკიცებენ, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ანუ გვიმტკიცებენ, რომ “ქართული ოცნების” შტაბის ერთმა წევრმა, შტაბის მეორე წევრი მოისყიდა – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ ოზურგეთის ბიუროს წევრი, გიორგი ღურჯუმელიძე ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ოზურგეთში, “ქართული ოცნების” შტაბში თანხის დარიგების, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„ნაციონალური მოძრაობა და მისადმი დაქვემდებარებული მედია იმდენად სასოწარკვეთილი და იმდენად გასულია რეალობიდან, ოზურგეთში, “ქართული ოცნების” შტაბში გაკეთებულ ფეიკ სიუჟეტში, სერიოზულად გვიმტკიცებენ, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ანუ გვიმტკიცებენ, რომ “ქართული ოცნების” შტაბის ერთმა წევრმა, შტაბის მეორე წევრი მოისყიდა. ეს უკვე სრული სიგიჟეა და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ნამდვილად შეუძლებელია“ – განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები