ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

created by dji camera

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გიორგეთში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სოფლის მე-2 ქუჩაზე 600 გრძ. მეტრი სანიაღვრე არხის სამშენებლო სამუშაოები, სტიქიის პრევენციის მიზნით ხორციელდება. არხთან ერთად, ასევე, მოეწყობა საკარმიდამო ნაკვეთებთან გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 93 270 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები