ოზურგეთში ყოფილი საკონსერვო ქარხნის მეწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ოზურგეთში ყოფილი საკონსერვო ქარხნის მეწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები კომპანიის წილების უსამართლოდ განაწილებას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შპს “იზაბელა 2”-ის შესყიდვიდან  25 წელი გავიდა, წილების გადანაწილება ამ დრომდე არ დასრულებულა და არც დივიდენდები მიუღიათ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები შპს “იზაბელა 2”-ის დირექტორს კომპანიის გაყიდვას, მათი კუთვნილი წილის მიღებას ან შესაბამის ანაზღაურებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები