სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქ აბაშასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანები დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.