ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერები გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.  მუნიციპალიტეტში რამდენიმე გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ “კვირას” ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდამ აცნობეს.

მათი ცნობით, გზების სამშენებლო სამუშაოები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება და 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

“გზები რეაბილიტირდება:

ერგეტაში – ერგეტას ცენტრიდან ბუის გავლით დიდგვიმარას უბნამდე.

ნარაზენში – საკალანდიოს უბანში.

ჯიხაშკარში – სობოგასა და საშენგელიოს უბანში.

ნაწულუკუში – ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზა.

განმუხურში – ი.ჭავჭავაძის, ცოტნე დადიანის და კ.გამსახურდიას ქუჩები (ჭავჭავაძის ქუჩა).

შამგონაში – ნაფატუს უბანში.

ზუგდიდში-თაბუკაშვილის ქუჩიდან დევნილების მრავალსართულიან დასახლებამდე მონავეთის და ამ მონაკვეთიდან შ. ქირიას ქუჩის გადაკვეთამდე, ც. დადიანის ქუჩის I შესახვევი (იონა მეუნარგიას ქუჩიდან თეატრის ქუჩის პირველ შესახვევამდე), თეატრის ქუჩის I შესახვევი (ც. დადიანის ქუჩის კვეთამდე), ც. დადიანის ქუჩის (ც. დადიანის I შესახვევიდან თეატრის ქუჩის კვეთამდე, წრიულამდე), ლაზის ქუჩის (რუსთაველის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩის I შესახვევამდე) და თეატრის ქუჩის ჩიხის მონაკვეთები, ხერგიანის ქუჩა ჩიხით, გრიბოედოვის ქუჩა და დ.თავდადებულის ჩიხი .

გზა რეაბილიტირდება 8 მარტის, კუბის, ქორთუას, ჟორდანიას ქუჩის და მასთან დაკავშირებულ ჩიხში.

მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში- ფირცხელავას ქუჩაზე საავტომობილო გზა.

ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში 120 ქუჩაზე მეტი რეაბილიტირდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები