კელი დეგნანი ახალქალაქში ფერმერებსა და აგრონომებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ახალქალაქში ფერმერებსა და აგრონომებს შეხვდა, რათა პირადად გაეგო, როგორ ეხმარება USAID-ის კარტოფილის პროგრამა ადგილობრივებს უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირებით, – ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

„სამცხე-ჯავახეთში 200-ზე მეტი ფერმერი რგავს კარტოფილის ჩითილს, რომელიც თესლიდან ჯერ ახალციხის ლაბორატორიაში გამოჰყავთ, შემდეგ კი ახალქალაქის სათბურში ზრდიან. ამ ადგილობრივ ჯიშებს მოსავლის გაორმაგება შეუძლია და უფრო მედეგია მცენარეთა დაავადებების მიმართ. ამასთან ერთად, ისინი ამცირებენ საქართველოს დამოკიდებულებას კარტოფილის იმპორტირებულ თესლზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები