ახალდაბაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალდაბაში, რუსთაველის ქუჩაზე კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შენობის ფასადი მოწესრიგდება, ასევე დაგეგმილია შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„სამუშაოებს შპს “მშენ-ბენი” ასრულებს. კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია 249 777 ლარი დაჯდება. ახალდაბის კულტურის ცენტრში განთავსებულია მერის წარმომადგენლის ოფისი, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი. შენობის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები