ლაგოდეხში, სოფელ ლაფნიანში გზის მშენებლობა დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფნიანში მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ასფალტო-ბეტონის საფარი 1578 გრძ. მეტრი მონაკვეთზე დაიგო. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 517 000 ლარია.