ონის მუნიციპალიტეტმა თავისუფალ თეატრს უმასპინძლა
ონის მუნიციპალიტეტმა თავისუფალ თეატრს უმასპინძლა. ამის შესახებ “კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში წარმოდგენილი იყო ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი: ,,მიყვარხარ !მიყვარხარ! მიყვარხარ!,”
სპეკტაკლს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საგასტროლო მოგზაურობა განხორციელდა, რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის პარმენ მაგველიძისა და რაჭა- ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის მხარდაჭერით.