ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, “ქართული ოცნებიდან” ავთანდილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მომზადებულია 10-მდე ინიციატივა, რომელსაც საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გააცნობს.

“დიდ ყურადღებას დავუთმობთ სოფლების და ქალაქის წყალმომარაგების საკითხებს. ასევე, ვგეგმავთ ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას, რათა მთლიანად ოზურგეთის მასშტაბით, მათ შორის სოფლებში მოქალაქეებმა თანამედროვე ტრანსპორტით ისარგებლონ. უკვე მომზადებული გვაქვს 10-მდე ახალი პროექტი და ინიციატივა, რომელთაც კამპანიის დროს გავაცნობ საზოგადოებას – მათ შორის არის ახალი ინფრასტრუქტურაც”,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები