ქარმა ორ კორპუსს ახადა სახურავი, წაქცეულია სამი ხე – უამინდობამ გორში პრობლემა შექმნა

უამინდობამ გორში პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქში  2 კორპუსს ახადა სახურავი და წაქცეულია სამი ხე. მომხდარის გამო, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ გორის მერიის ყველა შესაბამისი უწყების, კეთილმოწყობის სააგენტოს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
უამინდობამ გორში პრობლემები გუშინაც შექმნა. გორის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას და მოგვარდეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები