ავთანდილ თალაკვაძე: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ოზურგეთის მერის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის დასახელება. ჩვენ, „ქართული ოცნება“ როგორც ოზურგეთში, ასევე მთელ საქართველოში მომავალზეა ორიენტირებული, ჩვენ ვგეგმავთ მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან, ოჯახთან ქალაქსა და სოფელში და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც მათ აწუხებთ კონკრეტული გადაწყვეტილება და ახალი ხედვები გავაცნოთ, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები ეს არის: დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება, ასევე წყლის პრობლემის მოგვარება და ახალი, თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტის უზრუნველყოფა.

რა თქმა უნდა საარჩევნოდ დაძაბული კამპანია იქნება, ამიტომ ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისკენ, ჩვენი ოპონენტებისგან შეინიშნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თუმცა ჩვენ თითოეულ მოქალაქესთან მივალთ, ავუხსნით და გავაცნობთ ყველა იმ პროექტს რომელიც ჩვენ გვაქვს. მჯერა რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და არჩევნების დამთავრებიდან ერთ თვეში ჩვენ შევძლებთ მშვიდ და წყნარ გარემოში მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები