15 აგვისტოდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იქნება შესაძლებელი.

15 აგვისტოდან სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორ-მასწავლებლებს და აქ დასაქმებულ პირებს, საშუალება ექნებათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში ჩაიტარონ ვაქცინაცია სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით.

აჭარაში, ბოლო 24 საათში 2000-ზე მეტი ადამიანი აიცრა კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. აჭარაში სულ 74 000 მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული.

შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე იქნა მიღებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები