გორში კეთილმოწყობის სააგენტო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მეორე დღეა აქტიურადაა ჩართული. ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, სააგენტოს შესაბამისი სამსახურები, მათი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. გაიწმინდა სანიაღვრე არხები, ტროტუარები. სტიქიის შედეგად წაქცეული ხეებისა და მოტეხილი ტოტებისგან იწმინდება გზის სავალი ნაწილი.