აგვისტოს ომში დაღუპული კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის   მებრძოლი   კობა წურწუმიას დაღუპვიდან 13 წელი გავიდა.

კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთსაქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოსსაომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა და მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

კობა წურწუმიას საფლავი გვირგვინით შეამკეს დამის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილე გუნდების წევრებმა.

კობა წურწუმიას  ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთდროული ფულადი დახმარება 1500 ლარი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები