ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანების სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, პირველად სოფლის ისტორიაში მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი. დამატებით მოეწყობა ჭაბურღილები, რეზერვუარი და საქლორატორო.

პროექტის შედეგად ნატანების მოსახლეობა, ჯამში 2 100 ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამუშაოებს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები