ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის მოწყობა მიმდინარეობს
ქალაქ ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
გზის რეაბილიტაციის ინიციატივით მერიას კოლხეთის დასახლებაში მცხოვრებლებმა მომართეს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 225000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს.
პარალალეურად გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ქვალონასა და გაღმა საჯიჯაოში მიმდინარეობს.