ძლიერმა ქარმა და წვიმამ გორში საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გორში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. 3 სახლზე გადახურვა მთლიანად ახდილია, რამდენიმე ქუჩაზე ქარმა ხეებიც წააქცია.
ყველა ლოკაციაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა პირველადი სამუშაოები ჩაატარეს და სახურავები კონსტრუქციის დაზიანებული ნაწილებისგან რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ, გაწმინდეს.
პარალელურად კეთილმოწყობის სამსახურმა წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზებიც გაათავისუფლეს. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის, კაპიტალურ რემონტამდე კი კორპუსებს დროებით გადახურავენ.