ლაშა დარსალია წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა. მან შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებთან გამართა, რათა მათგან მოესმინა დევნილთა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა პრობლემები და საჭიროებები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები