მერიის ინიციატივით, ქუთაისში ფილმის “შინდისი” საჯარო ჩვენება გაიმართა

ქალაქის მერიის ინიციატივით,  საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის „შინდისი” საჯარო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფილმის ჩვენება  ღია სივრცეში,  შინდისის გმირების ქუჩაზე  შედგა.  აღნიშნულ ქუჩას აგვისტოს გმირების სახელი მოსკოვის ქუჩის ნაცვლად მიენიჭა.
ჩვენებას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აგვისტოს ომის მონაწილეები და მათი ახლობლები, საზოგადოების წარმომადგენლები.
ფირი საჯარო ჩვენებისთვის  ქუთაისის მერიას ფილმის  რეჟისორმა დიმიტრი ცინცაძემ, ფილმის პროდიუსერმა და იდეის ავტორმა ედმონდ მინაშვილმა  და ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი  ფილმების ფესტივალის  დამფუძნებლებმა  გადასცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები