ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ სკვერში შეიკრიბნენ და  13 წლის წინ, 2008 წლის  აგვისტოს ომში დაღუპული მეომრებიგაიხსენეს.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ადგილი, სადაც მალე გმირთა მემორიალი დადიდგმება,ყვავილებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ლომიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა  და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლადპანაშვიდი გადაიხადა მამა იოანე გელაშვილმა.ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალურ პარკშიმდებარე ეკრანზე 8 აგვისტოს ომის ამსახველიკადრები გავიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე იმგმირთა მემორიალის ესკიზები განთავსდა, რომლისმოწყობაც იგეგმება უახლოეს ხანში.

აგვისტოს ომში სამცხეჯავახეთიდან ექვსიჯარისკაცია გარდაცვლილი.  

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები