პაპუნა მარგველიძე: თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ყვავილებით შეამკო 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული , პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას.
გივი (გიგა) სახელაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს, გამთენიისას ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ წედისში სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.
” უაღრესად მძიმე დღეა დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირები.”- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.