ლანჩხუთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

ლანჩხუთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.
ყვავილებით შეამკეს შინდისის ომის გმირების: რუსლან წულაძის და ემზარ წილოსანის, ვასილ სმირნოვის, 2004 წელს სამაჩაბლოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ლომაძის საფლავები.
-8 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 13 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. დღეს პატივი მივაგეთ ჩვენი გმირი ბიჭების ხსოვნას. ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 300-300 ლარი პირად ანგარიშზე დაურიცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები