ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას  ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

“ 13 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომიდან. ეს არის ძალიან მძიმე და ამავდროულად საამაყო დღე, როცა ჩვენ გვიწევს ჩვენი გმირულად დაღუპული გმირების საფლავზე მისვლა და პატივისმიგება.

ვუსამძიმრებ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს და განსაკუთრებით გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს.

დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდარ ჩაივლის და აუცილებლად ექნება შედეგი. მათიხსოვნის წინაშე ჩვენი ვალიაარ შევეგუოთ  დავებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით. ჩვენაუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულტერიტორიებს. ჩვენ ყველანი ერთად, ერთიან დამშვიდობიან ქვეყანაში შევძლებთ ცხოვრებას”-განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას.

8 აგვისტოს მოვლენებმა ფოთის 11 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა 80-მდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები