ნიკოლოზ სამხარაძე: ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც მშვიდობიანად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

„ნებისმიერი ოკუპაცია არის დროებითი. ჩვენ, ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოვა ის დრო., როდესაც ჩვენ მშვიდობიანად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტ6ერიტორიულ მთლიანობას და შევარიგებთ ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს, რადგან ამის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს”,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა.

 

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით გუგუტიანთკარში და სამწუხარო ილუსტრაციაა იმის, რა შედეგებიც მოაქვს რუსულ ოკუპაციას. ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, გაყოფილი სახლები, ხელოვნურად აღმართული ბარიერები იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოებები ერთმანეთს დაშორდნენ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, ისე როგორც ნებისმიერი ოკუპაცია არის დროებითი. ჩვენ, ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოვა ის დრო., როდესაც ჩვენ მშვიდობიანად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტ6ერიტორიულ მთლიანობას და შევარიგებთ ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს, რადგან ამის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს”,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები