სოფელ გიორგეთში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სააღმზრდელო დაწესებულება 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამის შესახებ “კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, ბაღის შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, ოეწყობა ეზო ასფალტო ბეტონის საფარით და დეკორაციული ბეტონის ქვით, დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, გიორგეთის საბავშვო ბაღი ერთერთი საუკეთესო ბაღი იქნება, ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდანფინანსდება და მისი ღირებულება 799 890 ლარსშეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები