დღეიდან, ხუთი წლის განმავლობაში, ბათუმის სტადიონს ოფიციალურად ”აჭარაბეთ არენა” დაერქვა. მემორანდუმი კომპანიასა და სტადიონს შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა.
ბათუმის ახალი სტადიონის სახელწოდების უფლება „აჭარაბეთმა“, 8.7 მილიონ ლარად შეიძინა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, „აჭარაბეთი” აჭარის მთავრობას, ყოველწლიურად, 1 750 000 ლარს გადაუხდის, 5 წლის განმავლობაში.