ლაგოდეხში, სოფელ რაჭისუბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში, გზის ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები დაიწყო. სოფელში ასევე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდების მშენებლობა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 3 589 მ გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის გზის საფართან ერთად პირველად მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები.
მუნიციპალიტეტის მერი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, წლის ბოლოს რაჭისუბანში როგორც შიდა საუბნო გზის, ასევე, სანიაღვრე არხების მშენებლობის სამუშაოები, დასრულებული იქნება.
პროექტის ღირებულება 1 342 474 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები