მცხეთაში გოგოს მოტაცებისთვის დაკავებულ 4 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მცხეთაში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე თ.ნ.-ს, ზ.ს.-ს, შ.შ.-ს და გ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება. ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს მცხეთაში 4-მა პირმა 23 წლის გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ცოლის მოყვანის მიზნით მოიტაცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები