კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 652 თბილისში გამოვლინდა, 601 აჭარაში, 400 იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 670 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 436 573-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობისდღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 626 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთარაოდენობა გაიზარდა 393 453-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა – 601, იმერეთი – 400, ქვემო ქართლი – 197, შიდა ქართლი – 155, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108 საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 996, აჭარაში – 762, იმერეთში – 917.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 569, აჭარაში – 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი,  მათგან თბილისში – 185, აჭარაში – 17, იმერეთში – 18. 2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 – თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5. სულ  6 ოქტომბრიდან – 4 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 998 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 622 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 334, პირი, აჭარაში – 4 433, იმერეთში – 3 139.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები